Skip to main content

პროექტის იდეა

    ძნელად თუ მოიძებნება ისეთი დიდი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყანა, როგორც საქართველოა; მისი ყოველი კუთხე ნათლად ასახავს ისტორიის ყოველ ეტაპს.ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული მხარეა კახეთი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ახმეტის მუნიციპალიტეტი და მისი ისტორიული ძეგლები და ღირსშესანიშნაობები.
    ბევრი ისტორიული ძეგლია აღსადგენი და შესაკეთებელი, რაც დიდ თანხას მოითხოვს, ამიტომ ჩვენს კუთხეს ჩვენვე უნდა  მოვუაროთ და ვუპატრონოთ, ჩვენვე უნდა მივიღოთ მონაწილეობა მის პოპულარიზაციაში ტურისტების მოსაზიდად. ამისათვის საჭიროა უცხო ენების ცოდნა  და სკოლაში დაგროვილი ცოდნის პრაქტიკული გამოყენება.
    ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს ბახტრიონის ციხე, რომელზეც უცხოელებს ნაკლები ინფორმაცია აქვთ. ჩვენ ჩვენს მიერ რუსულ ენაზე შექმნილი გზამკვლევისა და თანმხლები რუკით მათთვის საინტერესოს გავხდით ბახტრიონის ციხეს.


Comments