უცხ.ს.III.23.
მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული
ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის, ან სასკოლო ვებგვერდზე განთავსება;
· მასწავლებელთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს;
·
მასწავლებელთან ერთად ადგენს
შესრულების ვადებს;
·
ახდენს ცოდნისა და უნარების
მობილიზებას, განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების
გადასაჭრელად;
·
გუნდის წევრებთან ერთად
განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
·
გუნდის წევრებთან ერთად
მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას;
·
შეარჩევს პროექტის წარდგენის
ფორმას;
·
განახორციელებს პროექტს;
·
უცხ.ს.III.26. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო
საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
·
ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს
რესურსებს (მაგ.,
ლექსიკონს, სტრუქტურული ნიმუშებს, გრამატიკულ ცნობარს, ილუსტრაციებს და სხვა);
·
მოიძიებს ინფორმაციას როგორც
სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებებში, ლექსიკონში, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკში, მასწავლებელთან, კომპეტენტურ პირთან და სხვა);
·
მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო
მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით;
·
იყენებს ისტ-ს პროექტების განსახორციელებლად.
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებ ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად: იდეებიის და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების საფუძვლიანი ცოდნა.
ფორმით;
Comments
Post a Comment