Skip to main content

მეხუთე დღის რეფლექსია

                      თანდათან  ჩვენი დავალებები რთულდება და კიდევ უფრო მეტად საინტერესო  ხდება ჩვენი მუშაობა. წინა  ტრენინგის მასალების გამეორების შემდეგ  ვისწავლეთ:  ჩვენს პორტფოლიოში გვერდების ჩამატება, გავეცანით შეფასების ჩარჩოს,  რას გავაკეთებთ პროექტის დასაწყისში, პროექტის მიმდინარეოობისას და პროექტის დასრულებისას და რითი შევაფასებთ პროექტში მონაწილე მოსწავლეებს, რა სასარგებლო რესურსებს გამოვიყენებთ და  რა ინსტრუმენტია ამისათვის საჭირო.    დავალებად  მოგვეცა პროექტის შაბლონის შევსება  სასწავლო პროცედურებამდე. აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი  ნაყოფიერი დღით, ჩვენი ტრენერის  ენერგიითა და  სწავლების მეთოდებით.

Comments