Skip to main content

Posts

Showing posts from 2017

მეცხრე დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგი ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო იყო. დავასრულეთ სასწავლო პროექტის შედგენა, გადავათვალიერეთ ჩვენი ბლოგები,დრაივი,პორტფოლიო, მოვაწესრიგეთ ყოველი მათგანი და ყველა ჩვენთაგანმა მოვახდინეთ პროექტის დაცვა ყველას ორ-ორი ოპონენტი  გვყავდა,რომლებიც აკეთებდნენ აქცენტს ჩვენს ძლიერ და სუსტ მხარეებზე,საჭიროების შემთხვევაში  ოპონენტები ძალიან ტაქტიანად გვაძლევდნენ  საინტერესო რჩევას ანდა შენიშვნას.ძალიან საინტერესოდ წარიმართა ყოველი ჩვენთაგანის  შესრულებული პროქტის დაცვა. ტრენინგის ბოლოს მოვახდინეთ ტრენინგის შეფასება. გადავიღეთ სამახსოვრო ფოტო,მადლობა გადავუხადეთ  ჩვენს ტრენერს და დავემშიდობეთ.დიდი სიამოვნება იყო ქალბატონ ლალისთან მუშაობა.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგიც,როგორც ყოველთვის შრომატევადი, მაგრამ  სახალისო იყო.ტრენერმა  ჩვენ მიერ შესრულებული დავალება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პეზენტაცია შეამოწმა,მოგვცა უკუკავშირი.ვისწავლეთ დრაივიდან ბლოგზე ატვირთვა, ავტვირთეთ საავტორო უფლებების ქაოსი,მოსწავლის პრეზენტაცია.საშინაო დავალებად გვაქვს პროექტის შაბლონის შევსება და შეფასების რუბრიკა

მეექვსე დღის რეფლექსია

              დღევანდელი ტრენინგი მეტად ნაყოფიერი და  საინტერესო იყო.   ტრენინგის დასაწყისში გავეცანით რამოდენიმე მასწავლებლის ნამუშევარს  და  მივიღეთ ტრენენერის   უკუკავშირი. მივიღეთ ინსტრუქციები მოსწავლის ნიმუშის შესახებ,თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ პროექტის ამ ნაწილში,  გავიხსენეთ Powier Point-ში მუშაობა, ვისაუბრეთ  პრეზენტაციის შესახებ,გავიხსენეთ დიაგრამები, ცხრილები. ავტვირთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპტირება ტრენინგის მასალებში. საშინაო დავალებად მოგვეცა ვიმუშაოთ მოსწავლის ნიმუშზე,  შეფასებაზე (მიზანზე,ინორმაციასა და ინტერპრეტაციაზე).უნდა მოვახდინოთ მოსწავლის ნაშრომის პრეზენტაცია და ავტვირთოთ Gogle Driv-ში

მეხუთე დღის რეფლექსია

                      თანდათან  ჩვენი დავალებები რთულდება და კიდევ უფრო მეტად საინტერესო  ხდება ჩვენი მუშაობა. წინა  ტრენინგის მასალების გამეორების შემდეგ  ვისწავლეთ:  ჩვენს პორტფოლიოში გვერდების ჩამატება, გავეცანით შეფასების ჩარჩოს,  რას გავაკეთებთ პროექტის დასაწყისში, პროექტის მიმდინარეოობისას და პროექტის დასრულებისას და რითი შევაფასებთ პროექტში მონაწილე მოსწავლეებს, რა სასარგებლო რესურსებს გამოვიყენებთ და  რა ინსტრუმენტია ამისათვის საჭირო.    დავალებად  მოგვეცა პროექტის შაბლონის შევსება  სასწავლო პროცედურებამდე. აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი  ნაყოფიერი დღით, ჩვენი ტრენერის  ენერგიითა და  სწავლების მეთოდებით.

მეოთხე დღის რეფლექსია

როგორც წინა ტრენინგებზე, ამ ტრენინგზეც  გავიხსენეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა,გავეცანით ერთმანეთის  გამოქვეყნებულ პროექტის მიზნებს, ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითვებზე.თანდთან კიდევ უფრო საინტერესო ხდება ტრენინგი,რადგან უფრო მეტ მნიშვნელოვანს ვსწავლობთ.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა 1.რატომ არის საინტერესო სხვა ქვეყნის კულტურა ?  თემატური  კითხვები:   1.რატომ უნდა ვიზრუნოთ ისტორიული ძეგლების დაცვაზე? 2.როგორ  უწყობს  ხელს ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები ტურიზმის განვითარებას?   შინაარსობრივი კითხვები: რა ტიპის ლექსიკა და გრამატიკული მასალა დაგჭირდებათ გზამკვლევისა და რუკის შესაქმნელად? რომელი ტოპონიმები დაგვჭირდება ბახტრიონის ციხის  ტერიტორიის აღსაწერად?

მესამე დღის რეფლექსია

თანდათან უფრო მეტად საინტერესო ხდება ჩვენი ტრენინგი,რადგან უფრო მეტს ვიგებთ და ვსწავლობთ პროექტზე დაფუძნებულ  სწავლებაზე. გავიმეორეთ წინა ტრენინგებზე ნასწავლი მასალა,შევეხეთ იდეის სწორ ფორმირებას,ვისწავლეთ ეროვნული გეგმიდან   და 21 საუკუნის უნარ-ჩვევებიდან პროექტის შესაბამისი სტანდარტების  მოძიება, კოპირება და  ჩვენს ბლოგზე მისი  განთავსება.ვიმსჯელეთ სასწავლო მიზნის სწორედ ჩამოყალიბების შესახებ.მოვამზადეთ ნიადაგი ჩვენი პროექტის მიზნების დასაწერად.

პროექტის მიზნები

რუსული ენის ცოდნა ადრეული საუკუნეებიდანვე იყო საჭირო ერთა შორის ურთიერთობისა და კულტურული დონის ასამაღლებლად და ახლა,როცა ტურისტულ ბიზნესს ჩვენი ქვეყნისა თუ რაიონისათვის დიდი ეკონომიური პრობლემების გადაჭრა შეუძლია, პროექტში მონაწილე  მოსწავლეები,ეროვნულ გეგმასა და 21-ე საუკუნის სტანდარტებზე დაყრდნობით, სკოლაში დაგროვილი ლექსიკური მარაგითა და შესწავლილი გრამატიკული მასალის დახმარებით:  მოიძიებენ საჭირო ინფორმაციას  და ფოტო მასალას ბახტრიონის ციხის შესახებ.  მოძიებულ მასალას თარგმნიან რუსულ ენაზე.  დაამზადებენ ბახტრიონის ციხის გზამკვლევსა და რუკას რუსულ ენაზე და განათავსებენ  ტურისტებისათვის  ხელმისაწვდომ ბლოგზე.

სტანდარტები და 21-ე საუკუნე

უცხ.ს.III.23. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის, ან სასკოლო ვებგვერდზე განთავსება;  ·       მასწავლებელთან   ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს ; ·            მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს; ·            ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას, განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად; ·            გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს; ·            გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას; ·            შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას; ·            განახორციელებს პროექტს; ·        უცხ.ს.III.26 . მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.                 ·            ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს ( მაგ., ლექსიკონ ს , სტრუქტურული ნიმუშებ ს , გრამატიკულ ცნობარ ს , ილუსტრაცი
მეორე დღის რეფლექსია. დღევანდელი  ტრენინგი,საკმაოდ საინტერესო და აუცილებელი იყო პროექტით სწავლების განსახორციელებლად. გავიხსენეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი მასალა, შევასწორეთ პროექტის შექმნის იდეაში დაშვებული შეცდომები. ვისწავლეთ პორტფოლიოს შექმნა,მასში სხვადასხვა ფაილის  მიმაგრება და ვირტუალურ დისკზე ატვირთვა,ჩვვენი ბლოგისათვის ფონის შერჩევა.ამ ყველაფრის ათვისებასა და  შექმნაში დიდად შეგვიწყო   ხელი ჩვენი ტრენერის აქტიურმა თანამშრომლობამ და ხალისიანმა განწყობამ.

პროექტის იდეა

    ძნელად თუ მოიძებნება ისეთი დიდი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყანა, როგორც საქართველოა; მისი ყოველი კუთხე ნათლად ასახავს ისტორიის ყოველ ეტაპს.ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული მხარეა კახეთი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ახმეტის მუნიციპალიტეტი და მისი ისტორიული ძეგლები და ღირსშესანიშნაობები.     ბევრი ისტორიული ძეგლია აღსადგენი და შესაკეთებელი, რაც დიდ თანხას მოითხოვს, ამიტომ ჩვენს კუთხეს ჩვენვე უნდა  მოვუაროთ და ვუპატრონოთ, ჩვენვე უნდა მივიღოთ მონაწილეობა მის პოპულარიზაციაში ტურისტების მოსაზიდად. ამისათვის საჭიროა უცხო ენების ცოდნა  და სკოლაში დაგროვილი ცოდნის პრაქტიკული გამოყენება.     ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს ბახტრიონის ციხე, რომელზეც უცხოელებს ნაკლები ინფორმაცია აქვთ. ჩვენ ჩვენს მიერ რუსულ ენაზე შექმნილი გზამკვლევისა და თანმხლები რუკით მათთვის საინტერესოს გავხდით ბახტრიონის ციხეს.

ინტელის ტრენინგები დაიწყო

           ინტელის ტრენინგის პირველი დღე საინტერესოდ დაიწყო. საორგანიზაციო  საკითხების  მოგვარების შემდეგ გავეცანით ტრენინგის მიზნებს,  გავიგეთ  რომ შევისწავლიდით პროექტზე  მუშაობას, შევქმნიდით საკუთარ ბლოგს,რომელზეც შევძლებდით  აგვეტვირთა ჩვენი ნამუშევრები, მითითებები მივიღეთ როგორ გვემუშავა საშინაო დავალებაზე პროექტის იდეის სწორედ ჩამოსაყალიბებლად.