Skip to main content

Posts

მეცხრე დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგი ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო იყო. დავასრულეთ სასწავლო პროექტის შედგენა, გადავათვალიერეთ ჩვენი ბლოგები,დრაივი,პორტფოლიო, მოვაწესრიგეთ ყოველი მათგანი და ყველა ჩვენთაგანმა მოვახდინეთ პროექტის დაცვა ყველას ორ-ორი ოპონენტი  გვყავდა,რომლებიც აკეთებდნენ აქცენტს ჩვენს ძლიერ და სუსტ მხარეებზე,საჭიროების შემთხვევაში  ოპონენტები ძალიან ტაქტიანად გვაძლევდნენ  საინტერესო რჩევას ანდა შენიშვნას.ძალიან საინტერესოდ წარიმართა ყოველი ჩვენთაგანის  შესრულებული პროქტის დაცვა. ტრენინგის ბოლოს მოვახდინეთ ტრენინგის შეფასება. გადავიღეთ სამახსოვრო ფოტო,მადლობა გადავუხადეთ  ჩვენს ტრენერს და დავემშიდობეთ.დიდი სიამოვნება იყო ქალბატონ ლალისთან მუშაობა.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგიც,როგორც ყოველთვის შრომატევადი, მაგრამ  სახალისო იყო.ტრენერმა  ჩვენ მიერ შესრულებული დავალება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პეზენტაცია შეამოწმა,მოგვცა უკუკავშირი.ვისწავლეთ დრაივიდან ბლოგზე ატვირთვა, ავტვირთეთ საავტორო უფლებების ქაოსი,მოსწავლის პრეზენტაცია.საშინაო დავალებად გვაქვს პროექტის შაბლონის შევსება და შეფასების რუბრიკა

მეექვსე დღის რეფლექსია

              დღევანდელი ტრენინგი მეტად ნაყოფიერი და  საინტერესო იყო.   ტრენინგის დასაწყისში გავეცანით რამოდენიმე მასწავლებლის ნამუშევარს  და  მივიღეთ ტრენენერის   უკუკავშირი. მივიღეთ ინსტრუქციები მოსწავლის ნიმუშის შესახებ,თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ პროექტის ამ ნაწილში,  გავიხსენეთ Powier Point-ში მუშაობა, ვისაუბრეთ  პრეზენტაციის შესახებ,გავიხსენეთ დიაგრამები, ცხრილები. ავტვირთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპტირება ტრენინგის მასალებში. საშინაო დავალებად მოგვეცა ვიმუშაოთ მოსწავლის ნიმუშზე,  შეფასებაზე (მიზანზე,ინორმაციასა და ინტერპრეტაციაზე).უნდა მოვახდინოთ მოსწავლის ნაშრომის პრეზენტაცია და ავტვირთოთ Gogle Driv-ში

მეხუთე დღის რეფლექსია

                      თანდათან  ჩვენი დავალებები რთულდება და კიდევ უფრო მეტად საინტერესო  ხდება ჩვენი მუშაობა. წინა  ტრენინგის მასალების გამეორების შემდეგ  ვისწავლეთ:  ჩვენს პორტფოლიოში გვერდების ჩამატება, გავეცანით შეფასების ჩარჩოს,  რას გავაკეთებთ პროექტის დასაწყისში, პროექტის მიმდინარეოობისას და პროექტის დასრულებისას და რითი შევაფასებთ პროექტში მონაწილე მოსწავლეებს, რა სასარგებლო რესურსებს გამოვიყენებთ და  რა ინსტრუმენტია ამისათვის საჭირო.    დავალებად  მოგვეცა პროექტის შაბლონის შევსება  სასწავლო პროცედურებამდე. აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი  ნაყოფიერი დღით, ჩვენი ტრენერის  ენერგიითა და  სწავლების მეთოდებით.

მეოთხე დღის რეფლექსია

როგორც წინა ტრენინგებზე, ამ ტრენინგზეც  გავიხსენეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა,გავეცანით ერთმანეთის  გამოქვეყნებულ პროექტის მიზნებს, ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითვებზე.თანდთან კიდევ უფრო საინტერესო ხდება ტრენინგი,რადგან უფრო მეტ მნიშვნელოვანს ვსწავლობთ.